Terms of service

ვებ გვერდის მოხმარების წესები და პირობები

როდესაც ჩვენი ვებ-საიტის მოდულებითა და მომსახურებით სარგებლობთ, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება საიტსა და მომხმარებელს შორის. ეს გვერდი განკუთვნილია იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საიტის გამოყენების წესები, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, საიტზე პროდუქციის შეძენის პირობები. საიტზე დარეგისტრირებით და/ან მმართველი კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა. თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით;

 

წესები და პირობები


ერთადერთი პირადი მონაცემი, რომელსაც DollarClub.ge საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გახლავთ.

მომსახურების გაწევაში სტანდარტულად იგულისხმება თქვენთვის საბანკო განვადების განაცხადის შევსებაში დახმარება, ხოლო მეორე შემთხვევაში მომსახურების გაწევაში იგულისხმება საიტზე ბარათით ყიდვის სერვისის შეთავაზება და ამ შეთხვევაში ხდება დამატებით მისამართის შენახვა, შეძენილი ნივთის მოწოდების/საკურიერო სერვისის გაწევის მიზნით.

ეს მონაცემები ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სერვერზე, ელ. კომერციის გლობალური ლიდერის მიერ დანერგილი ელექტრონული დაშიფრვისა და განთავსების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საბანკო ინსტიტუტებისთვის, განვადების განაცხადის განხილვის მიზნისა და ასევე გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლო ფორს-მაჟორებისა.

მომხმარებელი, განვადების გაკეთების მიზნით სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის შევსების დროს აცხადებს თანხმობას (სპეციალური მოსანიშნი ველის მონიშვნის მეშვეობით), რომ ეს ინფორმაცია მისი სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გადაეგზავნოს მის მიერვე შერჩეულ საფინანსო ინსტიტუტს (კომპანიის მომსახურე ბანკს) განვადების განაცხადის განხილვის დროს.

აქვე აცხადებს თანხმობას, რომ გარდა ამ ინფორმაციისა, DollarClub.ge-ს ოპერატორმა მას მისივე სურვილის შემთხვევაში შესაძლოა კითხოს სხვა პირადი მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის მიერ, განვადების განაცხადის განხილვის მიზნით (მაგალითისთვის: პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, არსებული შემოსავალი და ა.შ). ამ ინფორმაციის ფინანსურ ინსტიტუტში გადაგზავნა ხდება მხოლოდ მომხმარებელთან დამატებითი თანხმობის შემდეგ, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით და მომხმარებლის მიერ პირველადი განაცხადის გამოგზავნისას სავალდებულო ველის მონიშვნა (წესებსა და პირობებზე დათანხმება) და/ან ზემოთხსენებული სატელეფონო კომუნიკაცია ითვლება დასტურად ამ მონაცემების გადაგზავნაზე.


წესებისა და პირობების შეცვლის შემთხვევაში ამ ცვლილების თარიღი დამატებით მითითებული იქნება ამავე გვერდზე. ინტერესის შემთხვევაში ეს მონაცემი შესაძლოა გაკონტროლდეს საიტის ადმინ პანელიდან, სადაც მისი ხელოვნური ცვლილება Shopify-ს შიდა ძრავის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, თეორიულად შეუძლებელია.

ᲡᲐᲑᲐᲠᲐᲗᲔ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘ

პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს,  DollarClub.ge არ ინახავს თქვე საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ ბანკი-ის (TBC.ge) მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს  დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს. 

ᲡᲮᲕᲐ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

 DollarClub.ge მისი უკეთ ფუნქციონირების, მომხმარებლისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის განხორციელების მიზნით, განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ შემოთავაზებული სპეციალური და საქვეყნოდ ცნობილი/აპრობირებული ელექტრონული ხელსაწყოები, კერძოდ:

  • FB Pixel - რომელიც აკონტროლებს თქვენს ვიზიტს, დათვალიერებულ გვერდებსა და პროდუქტებს მხოლოდ მაშინ, როცა ფეისბუქში ავტორიზირებული ეწვიეთ ჩვენს საიტს. ამ იინფორმაციის შეგროვება ჩვენს მიერ პირდაპირი სახით არ ხდება და ის სრულად Facebook-ის განკარგულებაშია, ხოლო მისი შენახვა/გავრცელება რეგულირდება აშშ-ს კანომდებლობითა და მისივე წესებით, რომელსაც ეთანხმებით ფეისბუქზე რეგისტრაციის დროს და შეგიძლიათ ცვალოთ თქვენივე ამ სოციალური ქსელის შიდა პროფილის პარამეტრებში.
  • Google Analytics - დახლოებით იგივე ფუნქციების მქონე ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც ინახავს ინფორმაციას ე.წ ბრაუზერის Сookie-ბის მეშვეობით, ასევე თქვენს IP მისამართს, ლოგებს, ქალაქს, ქვეყანასა და ა.შ. ჩვენ არც ამ ინფორმაციას არ ვაგროვებთ და ის თავიდან ბოლომდე Google-ის დაქვემდებარებაშია.

წესები და პირობები

ი/მ რომან შუშანი (შემდგომში  DollarClub.ge) და დამკვეთი/კლიენტი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები და ამ მიზნით თანხმდებიან, შემდეგზე:

წინამძღვრები და პირობები

  1.  DollarClub.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მის მართველობაში მქონე ვებ-გვერდების მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას.
  2. კლიენტი დაინტერესებულია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია. ისურვეს მომხმარებელი სარგებლობს უფასო საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
  3. შეკვეთის განხორციელება
  • მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია დეპოზოტის განთავსებით. ასევე  DollarClub.ge შეთანხმებით შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა.

DollarClub.ge ვალდებულებები

  • DollarClub.ge, საბანკო ანგარიშზე კლიენტის დეპოზიტის განთავსების მომენტიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტის შეკვეთის დამუშავება. ნივთის კლიენტისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს. 
  • მომსახურება დასრულებულად ითვლება ნივთის კლიენტისთვის ჩაბარებისთანავე და დეპოზიტის სახით მიღებული თანხიდან დაიფარება ნივთის ღირებულება.
  • კლიენტისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა ან ისურვეს მოთხოვნით გაუქმდება საბანკო განვადება.

შეკვეთის მიღება

    • დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და პარამეტრების შესაბამისობა საიტზე მითითებული შეკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით.
    • ტრანსპორტირების დროს შეკვეთის დაზიანებისა თუ დაღუპვის შემთხვევაში კომპანია დამკვეთის დავალებით მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ართმევს დამკვეთს უფლებას პირადად აწარმოოს დავა გადამზიდ კომპანიასთან.
    • კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.

    მხარეთა პასუხისმგებლობა

    • თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
    • მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.

     DollarClub.ge ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის გაცვლის პოლიტიკა

    • ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული და უნდა იყოს იმ პირვანდელ მდგომარეობაში როგორშიც მომხმარებელმა შეძენისას მიიღო, თავდაპირველი შეფუთვისა და სასაქონლო იერსახის გათვალისწინებით.შეცვლას არ ექვემდებარება!

      მომხმარებლის მოთხოვნის განხილვის წესი

      მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს  DollarClub.ge-ს ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე : 7060565@gmail.com და დააფიქსიროს მოთხოვნა.  DollarClub.ge მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს და დაუბრუნებს დასაბუთებულ პასუხს მომხმარებელს.

      დაბრუნების პოლიტიკა

       DollarClub.ge-ზე შეძინილი პროდუქციის დაბრუნების უფლება, მომხმარებელს აქვს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

      (ა) ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზს ან მოგვწეროს ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე - 7060565@gmail.com .

      (ბ) დაბრუნებას ექვემდებარე კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, 30 ლარამდე ნივთები, ჰიგიენური ნივთები და სხვა)

      ფორს–მაჟორი

      • არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, სოციალური აფეთქებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
      • თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
      • მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
      • შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
      • არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

      კონფიდენციალურობა

        • წინამდებარე წესები და პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
        • იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად.
        • ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან.
        • ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონმდებლობისა და/ან შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად.

        პრეტენზიები და დავები

          • მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ურთიერთნამშრომლობის ეტაპზე წარმოქმნილი ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
          • კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არჩევით, წარმოქმნილი დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

          დამატებითი პირობები

            • ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე სამომხმარებლო წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

             

            ი/მ რომან შუშანი

            პ/ნ 01001026817

            ტელეფონი:
            +995599753183